სიახლეები

სიახლეები

10 დეკემბერი, 2021

საუბნო გზების რეაბილიტაცია ბროწლეთში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის მოწყობა მალე დასრულდება.

ასფალტბეტონის საფარი სოფლის გზის ორივე მონაკვეთზე უკვე დაიგო.
მათი ჯამური სიგრძე 889 მეტრია.

პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიერთებების, გადაკვეთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
აღნიშნულ გზის მონაკვეთებს წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შიდა საუბნო გზის ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წლის წინ დაგებული ასფალტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი, მეორეზე კი დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივებს აღნიშნულ გზის მონაკვეთებზე გადადგილებისას მოუწესრიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით