
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

16 დეკემბერი, 2021
გორში საირიგაციო სისტემის შიდა-სამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები შინდისისა და ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შპს „საქართველოს მელიორაციის“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპროექტო და სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის ინჟინერი.
შეხვედრაზე ფხვენისის, შინდისის, არაშენდისა და საქაშეთის ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებს მიეწოდათ ინფორმაცია ,,ზედა რუს“ საირიგაციო სისტემის საინჟინრო გადაწყვეტილებებისა და წყლის რაციონალური მართვის საკითხების შესახებ.
შინდისსა და ვარიანში ,,ზედა რუს“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.