სიახლეები

სიახლეები

17 დეკემბერი, 2021

გორის მერიამ 2021 წელს ამხანაგობის 30 პროექტი დააფინანსა

გორის მერიამ 2021 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 30 პროექტი დააფინანსა.

აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს მათივე საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით პატარ - პატარა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

პროგრამის ფარგლებში ამხანაგობას შეუძლია სახურავის, სასმელი და საკანალიზაციო ქსელის, კორპუსის ფასადის, ლიფტების, სადარბაზოებისა და ეზოების რეაბილიტაცია.

ამხანაგობების ინიცირებული პროექტების ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გარდა პროექტის საერთო ღირებულების 90%-ისა, თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.

2021 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები იხილეთ ბმულზე - https://docs.google.com/spreadsheets/d/1w9OHSqsH2FMoWVk-y_sr2P3nKv88uW8s/edit?usp=sharing&ouid=105992776191264781280&rtpof=true&sd=true 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით