სიახლეები

სიახლეები

21 დეკემბერი, 2021

ისრაელის ელჩი გორში

დღეს, გორს ისრაელის ელჩი რან გიდორი სტუმრობდა. დიპლომატი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

ელჩი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა გორის #1 და #9 საჯარო სკოლებშიც, სადაც საელჩოს MASHAV-ის (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო) მხარდაჭერით ,,შალომ კლუბ გურიასა“ და ,,შალომ კლუბ შიდა ქართლთან“ ერთად პროექტი „სუფთა წყალი ბავშვებს“ განხორციელდა, რაც სკოლებში ისრაელის მაღალტექნოლოგიური მემბრანული სისტემით აღჭურვილი სასმელი წყლის გასაფილტრი ინოვაციური დანადგარის NAF 250 დამონტაჟებას გულისხმობს.
დანადგარები წმენდს ნებისმიერი დაბინძურების წყალს ბიოლოგიური მინარევებისაგან.

დღესვე, ელჩი გორში გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახელოსნოსაც ეწვია და ოსტატის ნაკეთობები დაათვალიერა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით