სიახლეები

სიახლეები

22 დეკემბერი, 2021

ჯანდაცვა და სოციალური დახმარება 2022

გორის მერია მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას და სოციალურ დახმარებას 2022 წელსაც სთავაზობს.

შესაბამისი დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. იხილეთ დოკუმენტის ბმული - https://drive.google.com/.../1XcLAofxKENUSbv67pEY.../view...

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

უწყება ასევე ცდილობს, შესაძლებლობის ფარგლებში, ერთჯერადი ფულადი დახმარებებით ადგილობრივ მოსახლეობას გაუმარტივოს საცხოვრებელი პირობები.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე MS.GOV.GE.

              </p>
              <div class=

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით