სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები დაიწყო

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპის ფინალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთის ტურნირით გაიხსნა. პირველობისთვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალურ ტურნირებში გამარჯვებული სკოლების გუნდები იბრძოდნენ.

შეჯიბრება კასპელი მოსწავლეების გამარჯვებით დასრულდა. გორში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, რეგიონალური ეტაპის ფინალური თამაშები 15 აპრილამდე გასტანს. შიდა ქართლის ჩემპიონები, ოლიმპიადის შემდეგ ეტაპში - ზონალურ თამაშებში, საქართველოს ხვა რეგიონების გამარჯვებულებს შეხვდებიან. ფინალებში გამარჯვებულები მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. ოლიმპიადა, რომელშიც საქართველოს 1700 სკოლის 100 ათასამდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ღონისძიება სპორტის 9 სახეობას აერთიანებს.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, განათლების და სპორტის სამინისტროებისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ხორციელდება.

#სასკოლოსპორტულიოლიმპიადა2018

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით