სიახლეები

სიახლეები

26 დეკემბერი, 2021

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საახალწლო გამოფენა - გაყიდვას დაესწრო

გორში საახალწლო გამოფენა - გაყიდვა მოეწყო. საქველმოქმედო ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხონჩეგაშვილი დაესწრო.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საახალწლო აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, ტკბილეული, პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები.

იაკობ გოგებშვილის სკვერში, სადაც საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, განთავსებული იყო შემოწირულობის ყუთი. შეგროვილი თანხა მოხმარდება უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს.

გამოფენა-გაყიდვა გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით ჩატარდა.

ღონისძიება მოეწყო გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით