სიახლეები

სიახლეები

30 დეკემბერი, 2021

გორის მერიის საახალწლო საჩუქარი პატარებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია საბავშვო ბაღებს, საჯარო სკოლებს, სათემო ცენტრებსა და ხუთი და მეტშვილიან ოჯახებს გორელი ახალგაზრდების მიერ შექმნილ ინოვაციურ, ციფრულ თოვლის ბაბუებსა და წიგნებს გადასცემს.
წიგნის პერსონაჟები კომპიუტერულ თამაშში ცოცხლდებიან, ხელით შექმნილი თოვლის ბაბუა კი ქართულად ალაპარაკდება და პატარებს ახალ წელს მიულოცავს.
პროექტი, რომელიც გორის მერიამ ა(ა)იპ ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრთან ერთად თანადაფინანსების ფარგლებში განახორციელა, მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ციფრული აზროვნებისა და უნარების განვითარებას. გორელმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ზღაპრის გმირებისა თუ ანიმაციური პერსონაჯების გრაფიკაში გაცოცხლებას.
14 -29 წლის ახალგაზრდებმა გაიარეს ტრენინგები და პროექტის ფარგლებში თავადვე დასაქმდნენ ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებასა და მათ არაფორმალურ განათლებას შეუწყობს ხელს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით