სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნინო ჩიქოვანთან ერთად რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გახსნა. ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საწარმო იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა. გარდა რძის პროდუქციის წარმოებისა, ქარხანა პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის ვალდებულებასაც იღებს. დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეასრულებს.

აღნიშნული ორგანიზაცია 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებას გეგმავს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით მხარეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს. საწარმო „ნებიერა“, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2008 წელს დაფუძნდა, რამდენიმე წელია აღარ ფუნქციონირებს. ქარხნის დაფუძნების იდეა დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული და ის გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯ „განთიადის“ ბაზაზე შეიქმნა. გარდა საგანმანათლებლო დატვირთვისა, „ნებიერა“ რძის პროდუქციას აწარმოებდა, რომლის რეალიზაცია შიდა ქართლში ხდებოდა. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით