სიახლეები

სიახლეები

05 აპრილი, 2021

მე-9 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

გორის მე-9 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.
საბავშვო ბაღში 6 ჯგუფი ფუნქციონირებს.
მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვა სკოლამდელი დაწესებულებების მსგავსად, მე-9 საბავშვო ბაღშიც სააღმზრდელო პროცესი უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. პერსონალს ჩაუტარდა გეგმიური ტესტირებაც.
აღნიშნული საბავშვო ბაღი რამდენიმე თვის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო არ ფუნქციონირებდა. პროექტისთვის გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 120 054 ლარი გამოიყო.
გარდა მე-9 საბავშვო ბაღისა, გასულ წელს რეაბილიტაცია კიდევ 19 საბავშვო ბაღი დაიგეგმა, რითვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 859 827 ლარი გამოიყო.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში 64 - დან მხოლოდ 4 საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. მათ შორის 3 (კარალეთი, გარეჯვარი და გორის მე-14) სარეაბილიტაციო სამუშაობის ხოლო, ერთი (გორის მე-11) კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო დაიხურა.
გორის მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საბავშვო ბაღში დასწრება თავისუფალია.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით