სიახლეები

სიახლეები

04 აპრილი, 2021

საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია გორში

გორში სტალინისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

პროექტის ღირებულება 837 000 ლარია.

სამუშაოები განხორციელდება შემდეგ მონაკვეთებზე:

✅ სტალინის გამზირზე დასავლეთით - ამილახვრის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო აღმოსავლეთით ჭავჭავაძის გამზირიდან კოსტავას ქუჩამდე მონაკვეთზე.

✅ ჭავჭავაძის გამზირზე ჩრდილოეთით - გელდიაშვილის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე მონაკვეთზე, ხოლო სამხრეთით - სტალინის გამზირიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთზე.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა ბეტონის ფილები, ბაზალტის ბორდიურები გარკვეულ მონაკვეთებზე საჭიროების გათვალისწინებით მოაჯირები.

ტროტუარების სარეაბილიტაციო მონაკვეთების საერთო ფართობი 8184,75 მ2.

სამუშაოები 4 თვეში უნდა დასრულდეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით