სიახლეები

სიახლეები

01 აპრილი, 2021

ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

ტურიზმის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ღვინის მარნების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ მარნების მფლობელებს წარმატებები უსურვეს, სამეწარმეო საქმიანობისთვის მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
„ქართლი ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და თვალსაჩინო ადგილია. ქართლის ღვინოები მსოფლიოში უმაღლესი კატეგორიის ღვინოებად არის აღიარებული. ღვინის ტურიზმი საინტერესო მიმართულებაა, რომელსაც ქართლში განვითარების სერიოზული პერსპექტივა აქვს. ღვინის მარნები საოცრად იზიდავს ვიზიტორებს. თითოეულ თქვენგანს გიხდით მადლობას თავდაუზოგავი შრომისთვის და გისურვებთ წარმატებებს!“ - გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი
შეხვედრა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით