სიახლეები

სიახლეები

21 მარტი, 2021

მერმა მომავალ ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა

„ქართველ ჟურნალისტებს მინდა დღევანდელი დღე მივულოცო და ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვო. თქვენი როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების წინაშე, დიდხანს გეკეთებინოთ თქვენი საქმე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“. - ქართული ჟურნალისტიკის დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ხელოვნების სახლიდან მიულოცა.
ხელოვნების სახლში მერი მომავალ ჟურნალისტებს შეხვდა და დღევანდელი დღე მათთან ერთად აღნიშნა. მედიასკოლის აღსაზრდელებმა კონსტანტინე თავზარაშვილს ინტერვიუს ფორმატში კითხვები დაუსვეს. გორის მერმა მათთან საკუთარი ცხოვრების შესახებ, ასევე მერიის მიერ მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა.
მედიაკლუბში რამოდენიმე თვის განმავლობაში 20 - მდე უფროსკლასელი მულტიმედიაში პროფესიულ უნარ - ჩვევებს ეუფლება. ასევე კინოხელოვნების გამოყენებით ეცნობიან ადამიანის უფლებებს. პროექტს „ალტერ - Space” “სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მერიის მხარდაჭერით, გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ახორციელებს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, საუკეთესო ბავშვები არიან, წარმატებებს ვუსურვებ მომავალ ჟურანალისტებს და პოლიტიკოსებს. ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის ნაყოფიერია, საინტერესო და სასიამოვნო. მერია კი ყოველთვის მზადაა მოზარდების განათლებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელოს და მხარი დაუჭიროს იმ ორგანიზაციებს, ვინც ასეთ თემებზე მუშაობენ. მადლობა ფოტოგრაფთა კლუბს, იმისათვის რომ მომცა საშუალება ასეთი საინტერესო ადამიანები გამეცნო“. - კონსტანტინე თავზრაშვილი.
შეხვედრის ბოლოს, გორის მუნიციპალიტეტის მერი ახლაგაზრდებთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესაც გამოეხმაურა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. მსგავსი ფორმატით მედიაკლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა მომავალშიც დაიგეგმა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით