სიახლეები

სიახლეები

15 მარტი, 2021

გორში წრეებმა ფუნქციონირება დაიწყო

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში სასპორტო სკოლებმა , სახელოვნებო და სასკოლო წრეებმა ფუნქციონირება განაახლა.
სასწავლო პროცესი განახლდა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოების სპორტისა და კულტურის მიმართულებით ყველა წრეზე.
დაწესებულებებში სასწავლო-სავარჯიშო პროცესები რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სააგენტოების დაქვემდებარებაში არსებული სასპორტო, სახელოვნებო/კულტურის წრეები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის უფასოა.


ცალკეულ სახეობებში მეცადინეობების განრიგის განახლების, სასწავლო დროისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ სააგენტოების ადმინისტრაციას.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით