
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საზოგადოება ,,ბილიკის“ ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საზოგადოება ,,ბილიკი“ ბავშვზე ზრუნვის, თემის განვითარების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოხალისეობრივ პროგრამებს ახორციელებს და მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. ამ ეტაპზე ,,ბილიკი“ ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებასთან“ ერთად მუშაობს პროექტზე „თვითმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი“, რომლის პრეზენტაცია დღეს მუნიციპალიტეტში მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, კონსორციუმ ,,კონრად ადენაუერის ფონდის“ ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროექტი მიზნად ისახავს თვითმმართველობის მონიტორინგს საზოგადოებრივი ჩართულობისა და საზოგადოებასთან სიახლოვის კუთხით.