სიახლეები

სიახლეები

06 იანვარი, 2021

2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა

2020 წელს გორის მერიის სოციალური პროგრამით 3 500 - მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
მათ დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 870 000 ლარი გამოიყო.
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას და ერთჯერადი სოციალური დახმარებების განხორციელებას, რაც ნაწილობრივ, ან საერთოდ არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით.
მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობენ:
☑ ონკოლოგიური ავადმყოფები (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები;)
☑ შშმ პირები
☑ დიალიზზე მყოფი პირები
☑ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა (გამოკვლევები,მკურნალობა, მედიკამენტები გარკვეული კატეგორიას;)
☑ დედ-მამით ობოლი ბავშვები
☑ ვეტერანები
☑ მრავალშვილიანი ოჯახები
☑ ასი და ასზე მეტი წლის მოხუცები
☑ რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები
☑ მარტოხელა მშობლები
☑ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები
☑ უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა (ქირით უზრუნველყოფა)
☑ ყოფილი მსჯავრდებულები
☑ სტუდენტები და სპორტსმენები (სოციალურად დაუცველი)
☑ ხანძრებისა და ბუნებრივი მოვლენებით დაზარალებული პირები
☑ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
ბენეფიციარები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს მიეკუთვნებიან, გორის მერიის სოციალური პროგრამით სარგებლობას 2021 წელსაც შეძლებენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით