სიახლეები

სიახლეები

06 მაისი, 2020

დახმარება მოსახლეობას

გორის მუნიციპალიტეტში უსახსროდ დარჩენილ 1000-მდე ოჯახს პროდუქტების პაკეტი გადაეცემა. მერიის მიერ შეძენილი პროდუქტის განაწილების პროცესს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრო. პროდუქტის განაწილების მესამე ეტაპზე 50 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტებში ბუღულეული, რძის ნაწარმი, ტკბილეული, კარტოფილი და ჰიგიენის საშუალებებია, რასაც მერის წარმომადგენლები მიიტანენ დანიშნულების ადგილამდე. დახმარება გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარის ფარგლებში შეძენილი პროდუქტის ნაწილია, რომელიც გორის მერიამ მესამე ეტაპად დაურიგა კორონავირუსის გამო შემოსავლების გარეშე დარჩენილ ოჯახებს და უკიდურესად შეჭირვებულ მოსახლეობას. დღემდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გორის მერიის დახმარება 3000-მა ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, გორის მერიის მეშვეობით პერიოდულად გაიცემა ადგილობრივი ბიზნესმენებისა და წითელი ჯვრის შემოწირულობით მიღებული პროდუქტებიც. დახმარების მისაღებად უსახსროდ დარჩენილმა ოჯახებმა უნდა მიმართონ მერის წარმომადგენლებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით