სიახლეები

სიახლეები

06 მაისი, 2020

მერმა ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

„გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად განახლდება ინფრასტრუქტურული სამუშაობი. უკვე აქტიურ რეჟმში მიმდინარეობს ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მიმდინარე წლის ერთ - ერთი მაშტაბური პროექტია. 370 მეტრი სიგრძის ქუჩა, რომელიც მტკვრის სანაპიროს მიუყვება, რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩებს აკავშირებს. პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია.“ - აღნიშნა გორის მერმა ბარნოვის ქუჩაზე განახლებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, საველოსიპედე ბილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. გარდა ქუჩის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს. გრძელდება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება (თამარ მეფის, სტალინისა და სამეფო ქუჩები), რაც ხელს შეუწყობს ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას.

#დარჩისახლში
#ბარნოვისქუჩისრეაბილიტაცია
#გორი

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით