სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

მერია ენერგოეფექტურობის ცენტრთან ითანამშრომლებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი „ენერგოეფექტურობის ცენტრის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ეროვნულმა ექსპერტმა საქართველოსა და აზერბაიჯანში გიორგი აბულაშვილმა მერს ცენტრის საქმიანობის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაში დახმარება შესთავაზა.

კონსტანტინე თავზარაშვილმა გამოთქვა სურვილი, გააგრძელოს თანამშრომლობა ენერგოეფექტურობის ცენტრთან, რომელიც 2014 წლიდან ,,მერთა შეთანხმების“ ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოში და ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მიმართულებით.

,,მერების შეთანხმება“ ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომელიც ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობებს აერთიანებს. შეთანხმება მიზნად ისახავს 2020 წლისათვის CO2-ის ემისიების მინიმუმ 20%-ით შემცირებას, მწვანე ეკოლოგიურად ორიენტირებული ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. მერთა შეთანხმების ხელმომწერი მსოფლიოს 8000 ქალაქია, მათ შორის გორიც, რომელიც შეთანხმებას 2012 წელს შეუერთდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით