სიახლეები

სიახლეები

17 მარტი, 2020

გორში ცენტრალურ ქუჩებზე ახალი საფეხმავლო სივრცეები მოეწყობა

ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირებზე ახალი საფეხმავლო სივრცეების მოწყობის მიზნით 990 320 ლარია გამოყოფილი.

გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 26 მარტს სრულდება.

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საფეხმავლოების შემდეგ მონაკვეთებს:

 სტალინის გამზირი აღმოსავლეთით - სასტუმრო ინტურისტისტიდან (№26-დან) ჭავჭავაძის გამზირამდე;

 სტალინის გამზირი დასავლეთით - ქუთაისის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე (№13-დან №31- ის ჩათვლით);

 ჭავჭავაძის გამზირი ჩრდილოეთით - ცაბაძიდან გელდიაშვილის ქუჩამდე;

 ჭავჭავაძის გამზირი სამხრეთით - რუსთაველის ქუჩიდან სტალინის გამზირამდე;

ტროტუარების სარეაბილიტაციო ნაწილის სიგრძე 3000 მეტრს, ფართობი კი 8184 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში საფეხმავლოების გარკვეულ მონაკვეთებზე (დაახლოებით 1000 მეტრზე) საჭიროებიდან გამომდინარე დამონტაჟდება მოაჯირებიც.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით