სიახლეები

სიახლეები

16 მარტი, 2020

ინფორმაცია ბაგა-ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა) იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აცნობიერებს რა იმ მდგომარეობას, რაც ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შეიქმნა, მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ბაგა - ბაღებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, 1 აპრილამდე საბავშვო ბაღები არ ფუნქციონირებს. სააგენტო იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს უჭირთ ამ დროის განმავლობაში ბავშვების გამოკვება, მუშაობს ასეთი ოჯახებისთვის გარკვეული სახეობის პროდუქტების დარიგებაზე.

ამ ეტაპზე ხორციელდება როგორც პროდუქტების, ასევე ოჯახების რაოდენობების დაზუსტება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ვისი პატარებიც გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა - ბაღებში დადიან, მიმდინარე კვირაში სააგენტოს თანამშრომლები გარკვეული რაოდენობის პროდუქტს ადგილზე მიუტანენ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ოჯახებს სააგენტო პირადად დაუკავშირდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით