დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

13 მარტი, 2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით გორის მერმა ბრძანება გამოსცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ბრძანება გამოსცა. ბრძანებაში წარმოდგენილია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელსაც გორის მერია ატარებს: 1. სამსახურში არ გამოცხადდეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის ის საჯარო მოსამსახურე: ა) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლამდე ბოლო 7 კალენდარული დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იდენტიფიცირებულ ახალი კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყანაში, − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში; ბ) რომელიც ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ დაბრუნდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან, − საქართველოში დაბრუნებიდან 2 კვირის განმავლობაში; გ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ან მასთან ერთად მცხოვრებ პირთან; დ) რომელსაც კონტაქტი ჰქონდა იმ პირთან, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი; ე) რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადება/რაიმე სახის იმუნოდეფიციტი, − გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ვ) რომელიც არის ორსული ქალი. 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა: ა) ამ ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული 2-კვირიანი პერიოდი გაატაროს თვითიზოლაციის წესების დაცვით; ბ) სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზისა და რისკჯგუფში შემავალ პირთან კონტაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, აგრეთვე აცნობოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურს, კერძოდ, ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის პასუხისმგებელ კოორდინატორს ლალი ნალიკაშვილს (ტელეფონი: 599851696), და გადავიდეს თვითიზოლაციის რეჟიმში. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიუთითოს შესაბამისი პირის ვინაობა და წარმოადგინოს მგზავრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 3/12/2020 file:///tmp/tomcat8-tomcat8-tmp/8813cbd8-2b0e-47b1-9f6d-4e09039f1eac.html 2/2 4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულმა პირმა შესაძლებლობის შემთხვევაში სამუშაო შეასრულოს დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად. 5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა საჯარო მოსამსახურემ, გარდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებისა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების -სამსახურების ხელმძღვანელების და მათი მოადგილეებისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილებების ხელმძღვანელებისა, სამუშაო შეასრულონ დისტანციურად, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესაბამისად, იმ პირობით, რომ მოერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. 6. ეთხოვოს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მყოფ ყველა პირს, დაიცვას ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების მიერ გაცემული რეკომენდაციები და ჰიგიენის წესები. 7. შეიზღუდოს სამსახურებრივი მივლინებები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა. 8. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურემ მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომის არსებობის შემთხვევაში მიმართოს ექიმს, აგრეთვე აცნობოს ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის პასუხისმგებელ კოორდინატორს, თუ საჭიროა თვითიზოლაციის რეჟიმში გადასვლა. 9. ეპიდემიური საფრთხის შემცირებამდე შეიზღუდოს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში თემატური საჯარო ღონისძიებების ორგანიზება გარეშე პირთა მონაწილეობით; 10. ამ ბრძანების პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ პირებს შეუნარჩუნდეს შრომის ანაზღაურება. 11. ბრძანება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 12. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. გორი. სერგო ჯორბენაძის ქ. №30). დოკუმენტს ხელს აწერს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. დოკუმენტის გასაცნობად იხილეთ ბმული - https://drive.google.com/open?id=1c0O4yHqq9f2UGQFm_GLgJPVfSrEUGwQk

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით