სიახლეები

სიახლეები

08 იანვარი, 2020

სოფელ ქვეშის ბაღს აღსაზრდელების მიღების პრობლემა აღარ ექნება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის ბაღში, ახლადრეაბილიტირებული ფლიგელი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ქვეშის საბავშო-ბაღში აღსაზრდლების მიღების პრობლემა გადაჭრილია, ბაღი დღეიდან უკვე ასზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება.

პროექტის ფარგლებში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ბაღის მესამე ფლიგელს და ერთ-ერთი მოქმედი ფლიგელის დერეფანს. ქვეშის საბავშო ბაგა-ბაღის ახალი ფლიგელის რეაბილიტაცია USAID/ZRDA-ს, ეუთოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

გორის მერია და სკოლამდელი აღზრდის სააგენტო მადლობას უხდის USAID/ZRDA-ს და ეუთოს საქველმოქმედო ფონდს თანამშრომლობისათვის. „ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღევანდელ დღე, ახალი წელი კარგი სიახლით დავიწყეთ. ვულოცავ პატარებს ახალი ჯგუფის დამატებას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებითა და ჩვენი შესაძლებლობებით ქვეშის ბაღში აღსაზრდელების მიღების პრობელმა აღარ იქნება.“- კონსტანტინე თავზარაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით