სიახლეები

სიახლეები

07 იანვარი, 2020

საშობაო ალილოს მსვლელობა გორში

გორში შობის დღესასწაულთან დაკავშრებით ალილოს მსვლელობა მოეწყო. მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ ალილოს მონაწილეები დალოცა.

მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი შეუერთდნენ. ალილოს მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საშობაო ნობათი გადასცეს.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან დამკვიდრდა. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით