სიახლეები

სიახლეები

03 იანვარი, 2020

"დედამიწის ზღაპარი" ახალი წლის განწყობისთვის

საახალწლო თეატრალიზებული ღონისძიება „დედამიწის ზღაპარი“ წელს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 1800 -მდე ბავშვმა ნახა.

წარმოდგენა 3,4,5 იანვარს კულტურის ცენტრში გაიმართა. ღონისძიების მოსაწვევები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და დევნილ ოჯახებს დაურიგდათ.

საახალწლო ზღაპარში ახალი წლის ღამეს და-ძმა ვერ არჩევს თუ რომელი ზღაპარი უნდა მოყვნენ, ბაბუა კი შვილიშვილებს „დედამიწის ზღაპარს“ სთავაზობს. ბავშვები მოგზაურობენ სხვადასხვა სამყაროში და ნახულობენ თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს წყალში, ცასა და ტყეში. საახალწლო ზღაპარი გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. გორის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2020 წელს და ყველა პატარას ოცნებების ასრულებას უსურვებს!

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით