სიახლეები

სიახლეები

30 დეკემბერი, 2019

გორის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2019

ძვირფასო გორელებო!

მალე შემობრძანდება ახალი 2020 წელი. მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ახალი წლის დადგომამდე შევაჯამე მიმდინარე წელი და მოსახლეობას წარვუდგინე გორის მუნიციპალიტეტის მერიის ანგარიში მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა თანამონაწილეობისთვის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ვერ შევძლებდით ამდენი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.

იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთობით მთვითმმართველობის საქმიანობაში და ადგილობრივი ბიუჯეტის თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგების საშუალებას მოგვცემთ.

მადლობა მხარდაჭერისთვის შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გორის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების (აიპების) თანამშრომლებს. მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის რომ დღეს მე თქვენთვის ამდენი სათქმელი დამიგროვდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წლის ბიუჯეტის შესრულებამ 100% გადააჭარბა.

2019 წელს გორის მუნიციპალიტეტს 4 მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჰქონდა: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული მიმართულებებისა და სკოლამდელი განათლების განვითარების ხელშეწყობა.

 მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის 50%-ზე მეტი, მოხმარდა ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სკოლების სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაციას. ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა.

 ჯამში განხორცილდა 23,1 კმ - ზე მეტი გზის სრული რეაბილიტაცია. აქედან 18,6 კმ მუნიციპალიტეტის სოფლებზე მოდის, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. გორში რეაბილიტირდა 11 ქუჩა.

 მოეწყო სასმელი წყლის სისტემა 21 სოფელში, სარწყავი წლის სისტემა 6 სოფელში, გარეგანათება 96 სოფელში და 9 ქუჩაზე. განხორციელდა 47 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია, შენდება ერთი საბავშვო ბაღი სადგურის დასახლებაში. რეაბილიტირდა 10 და აშენდა ერთი ამბულატორია. სასწრაფო დახმარების სამსახური მალეახალ შენობაში დაიწყებს ფუნქციონირებას. რეაბილიტირდა 12 და მოეწყო 17 სპორტული მოედანი.

 ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების მორიგი ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 2 087 991 ლარია. უკვე მოეწყო საპარკინგე ადგილი, სახელსნოები ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, ბილიკები გორის ციხის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე. რეაბილიტირდა „ლომჭაბუკის“ მიმდებარე ტერიტორია, ღონისძიებებისთვის განკუთვნილი შენობა და შოთა რუსთაველის მემორიალი. შენდება ტურიზმის საინფორმაციო ცეტრი და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე.
ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, 2017 წელს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის სახით 1 800 000 ლარიგამოყო.
გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს.

 მიმდინარე წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 53 (2 464 564 ლარი) ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ მოსახლეობას ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს. უკვე შეირჩა 38 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მომავალ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარით დაფინანსდება.

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის თანამონაწილეობის ხელშეწყობას, განხორციელდა 1 511 000 ლარის ღირებულების 120 პროექტი.

 ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში განხორციელდა 28 პროექტი. მათმა საერთო ღირებულებამ 370 000, მერიის თანადაფინანსების წილმა კი 333 000 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამების ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90% - იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლევს.

 სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებასა და ერთჯერადი სოციალური დახმარებების გაცემას, ისარგებლა 4 500 - ზე მეტმა ბენეფიციარმა. დაფინანსების რაოდენობამ შეადგინა 1 850 000ლარი.

 სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციების პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2019 წელს განხორციელდა 14 ასეთი სოციალური პროექტის თანადაფინანსება.

 გარდა ინფრასტურუქტურული და სოციალური პროექტებისა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ პროეტების თანადაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული მიმართულებების განვითარებას ადგილობრივ დონეზე.

 დაიხურა 17 სტიქიური ნაგავსაყრელი, მუნიციპალიტეტს დაემატა 200 ურნა. ამ დროისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენი გამოდის 75 სოფლიდანდა 5 დევნილთა ჩასახლებიდან.

 მომზადდა მუნიციპალიტეტის მიწათსარგებლობის გენერლური გეგმა, რისთვისაც ადგილობრვი ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოიყო. 480 გვერდიანი დოკუმენტი მალე წარედგინება საკრებულოს დასამტკიცებლად.

 გორში შენდება ავტობუსების სადგომი, ინტერმუნიციპალური ცხოველთა თავშესაფარი და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან.

 მიმდინარე წელს გორი სამ ქალაქს იუნფუს (ჩინეთი), უთენას (ლიეტუვა) და ლოდს (ისრაელი) დაუმეგობრდა.
იაპონიიდან მოპოვებული გრანტით უწყებამ შეიძინა ექსკავატორი (61 000 ლარი). პოლონელი ექსპერტების დახმარებით მომზადდა წმინდაწყლის განვითარების გეგმა. მიმდინარე წელს განხორციელდა ორი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა. სასწავლო გაცვლითი პროგრამა ტომაშოვ ლუბელსკის მუნიციპალიტეტთან (პლონეთი) და სპორტული გაცვლითი პროგრამა ქალაქ ვასილკოვოსთან (უკრაინა).

 გორის მერია ინტენსიურად ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათი გადამზადების მიზნით საჯარო მოხელეებს ეტაპობრივად სთავაზობს სასწავლო კურსებს სხვადასხვა მიმართულებით.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით