სიახლეები

სიახლეები

24 დეკემბერი, 2019

გორში კერამიკის მუზეუმი გაიხსნა

გივი ტატულაშვილი ამჟამად რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია, რომელიც თავის შემოქმედებით წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციასაც აგრძელებს და, ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით უფასოდ ასწავლის ხელობას შეგირდებს.კერამიკის ტრადიციების პოპულარიზაციის მიზნით, შემოქმედმა თავისივე სახელოსნოში მუზეუმი გახსნა.


ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ.


გორის კერამიკულ ნაწარმს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატვის ტექნიკით იყო გამორჩეული და განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე. 
გივი ტატულაშვილი ამჟამად რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია, რომელიც თავის შემოქმედებით წინაპრების საუკუნისწინანდელ ტრადიციასაც აგრძელებს და ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით უფასოდ ასწავლის ხელობას შეგირდებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით