სიახლეები

სიახლეები

15 ნოემბერი, 2019

სოციალური პროექტების წარმოდგენის პირველი ეტაპის ვადა იწურება

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების წარმოდგენის პირველი ეტაპის ვადა 30 ნოებერს იწურება.
წარმოდგენილ განაცხადებს მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2019 წლის 31 დეკემბრამდე განიხილავს და გადაწყვეტილებას პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების საფუძველზე მიიღებს.
დოკუმენტის მიხედვით (გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 2019 12 ივლისის N127 განკარგულება იხილეთ ბმულზე : https://drive.google.com/open… ) პროექტების წარმოდგენის მეორე ეტაპი 2020 წლის 30 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. კომისია თითოეული განაცხადს წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს.
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებით (განცხადების ფორმა იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/open…) უნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი და მოითხოვონ თანადაფინანსება.
2019 წლის განმავლობაში სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მერიის მიერ 14 პროექტის დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 238 079 ლარი გამოიყო.
შინმოვლა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარება, დღის ცენტრების, საზოგადოებაში ინტეგრაციის და რესოციალიზაციის ხელშეწყობა - ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამიზნე ჯგუფებს პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების საშუალებით მიეწოდათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით