სიახლეები

სიახლეები

19 ოქტომბერი, 2019

დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო

გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატრულ თეატრში დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამო ქალბატონი დიანას 70 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. დიანა როსტომაშვილი დამსახურებული ვოკალისტია და უკვე 45 წელია ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლაში აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.

საღამოს ქალბატონი დიანას წარმატებული მოსწავლეები, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ესწრებოდნენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა ლელა მაისურაძემ იუბილარს კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დიანა როსტომაშვილის შემოქმედებითი საღამო გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით