
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 აპრილი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტი გვიან ღამით დასრულდა. 12 საათზე ახალი წლის დადგომა მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულ - გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მამა ღვთისომ მიულოცეს. დაჯილდოვდნენ მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ყველაზე საახალწლო“ გამარჯვებულები. ბავშვებს ატრაქციონები უფასოდ ემსახურებოდნენ. უფასო მომსახურებას პატარები დღეს 19:00 საათამდე შეძლებენ. ატრაქციონები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ორ კვირას დარჩება.