
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

02 აგვისტო, 2019
გორში 7 აგვისტოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის ფინალი გაიმართება.
ტურნირი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება.
ტურნირის ძირითადი თამაშები 5-6 აგვისტოს თბილისში, ,,იმედის“ სპორტკომპლექსში გაიმართება, ფინალურ მატჩებს კი გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს. 7 აგვისტოს 14:00 საათზე გაიმართება ბრძოლა მესამე-მეოთხე ადგილებისთვის, ხოლო პირველი ადგილისთვის -15:00 საათზე.
ტურნირი საერთაშორისოა და მასში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 გუნდთან ერთად ბაქოს ,,ყარაბაღიც“ მონაწილეობს.
ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ასოციაცია. ტურნირი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.