გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
29 ივლისი, 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერია ,,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ ითანამშრომლებს. შეთანხმების თანახმად, მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლების, ახალგაზრდებისა და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობა, სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელის შექმნა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, ,,ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.
თანამშრომლობა თვითმმართველობის ორგანოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.