
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 აგვისტო, 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს, რომელიც წელს პირველად მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვებზე დაყრდნობით დაიწერება და ასევე პირველად ექნება ,,პროგრამული ბიუჯეტის“ სახე. პროექტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გორის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრების მოთხოვნით, გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების, ხარჯებისა და შემოსავლების, ასევე, ძირითადი პრიორიტეტების ზედა ზღვრების შესახებ.
,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან დიდი ინფორმაცია მივიღეთ. გვინდა, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტის შედგენაში და თვალყური ვადევნოთ ბიუჯეტირების პროცესს, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი და თანხების ხარჯვაც იყოს ადექვატური“- განაცხადა მრჩეველთა საბჭოს მდივანმა დაკო მურადაშვილმა.