სიახლეები

სიახლეები

02 აგვისტო, 2019

სიახლე გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ პაკეტებში

მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში განხორციელდა ცვლილებები, რაც დამატებით დახმარებებს ითვალისწინებს 3 კატეგორიის ბენეფიციარებზე: გლაუკომით დაავადებულ პაციენტებზე, ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელი სახლის დაზიანების მქონე ოჯახებზე და ომის ვეტერანებზე.

დღემდე, აღნიშნული წესის მიხედვით, მედიკამენტებით დახმარება გაიცემოდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით, ბრონქიალური ასთმით, შაქრიანი დიაბეტითა(ინსულინდამოუკიდებელი) და ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ამიერიდან, მათ დაემატებათ თვალის ქრონიკული დაავადების (გლაუკომის) მქონე პაციენტებიც.  

აღნიშნულ დაავადებებზე მედიკამენტებით დახმარება გაეწევათ 0-დან 150 ათასი ქულის მქონე პაციენტებს, ნაცვლად 100-დან 150 ათასამდე ქულისა. დახმარების რაოდენობაა 100 ლარი თითოეული დაავადების მკურნალობის ფარგლებში, გარდა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებისა.

მეორე ცვლილებით, ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზარალისთვის დახმარება განისაზღვრა 3000 ლარით, ნაცვლად 1000 ლარისა.

მესამე ცვლილებით, გაიზარდა ფულადი დახმარება სამამულო ომის, ასევე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შშმ ვეტერანებისთვის, რომლებიც ამიერიდან ყოველწლიურად 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით 200 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას მიიღებენ. აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან იღებდნენ 600 ლარის ფულად დახმარებას 9 მაისთან და 26 მაისთან დაკავშირებით 300-300 ლარის ოდენობით. ცვლილების შედეგად ჯამში ვეტერანები მიიღებენ 800 ლარს წლის განმავლობაში. 
ცვლილებები გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალურ პაკეტებში გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 ივლისის №36 დადგენილებითაა დამტკიცებული (იხ. ლინკი: www.matsne.gov.ge 19/12/2018, 010250050.35.148.016533).

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით