სიახლეები

სიახლეები

31 ივლისი, 2019

დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალი გრძელდება

დოკუმენტური ფილმების მინიფესტივალის ფარგლებში დღეს, 31 ივლისს, 19:00 საათზე თომა ჩაგელიშვილის ფილმის „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“ ჩვენება გაიმართება. სეანსს ფილმის რეჟისორიც დაესწრება. 

ფესტივალი, რომელიც გუშინ კინორეჟისორ ვახტანგ კუნცევ - გაბაშვილის ფილმით „გამჭვირვალე სამყარო“ გაიხსნა, დღეს 16:00 საათიდან საბავშვო ფილმების ჩვენებით გაგრძელდა.

20:00 საათზე დაგეგმილია ჰოლანდიელი კინოდოკუმენტალისტისა და მონტაჟის რეჟისორის ალბერტ ელინგსის მასტერკლასი. დღესვე 21:00 საათზე, მაყურებელს ფილმის „თბილისიდან ტენესიმდე“ ნახვის საშუალებაც ექნება. ფილმის მთავარი გმირი შოთა ადამაშვილი მაყურებელს წინაშე რამდენიმე მუსიკალურ ნომრითაც წარსდგება.

ფესტივალი, რომელზეც დასწრება თავისუფალია, 2 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

ღონისძიებას, რომელსაც გორის მერია აფინანსებს, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი მასპინძლობს.

ფესტივალი, რომელიც დატვირთულია სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო აქტივობებით, გორში პირველად ტარდება. 




სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით