
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 აპრილი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ყველაზე საახალწლოს“ გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია. მათი ვინაობა კი 31 დეკემბერს საახალწლო კონცეტრზე გახდება ცნობილი. კონკური 29 დეკემბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა 11-მა კონკურსანტმა მიიღო.
საკონკურსო კომისიის წევრებმა მონაწილეების გარე ფასადის დეკორაცია ადგილზე დაათვალიერეს და ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულები გამოავლინეს. საკონკურსო კომისიის წევრები მერიის წარმომადგენლებთან ერთად, კონკურსის სპონსორები და მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
I, II და III ადგილზე გასულ კონკურსანტებს 31 დეკემბერს, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო კონცერტის მსვლელობისას გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, კონკურის სპონსორები ფულადი პრიზებით დააჯილდოებენ. I ადგილის მფლობელს 500, II და III ადგილზე გასულ კონკურსის მონაწილეებს 300 და 200 ლარი გადაეცემათ. კონკურსის სპონსორები არიან სილამაზის სალონი „გოლდი“ , ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი და სამედიცინო დაწესებულება „მედიქალ ცენტრი“.