სიახლეები

სიახლეები

03 ივნისი, 2019

RDFG და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გორის სასწავლო უნივერსიტეტის I კორპუსში 5 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება.  

ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) და USAID-ის ზრდა პროექტი აცხადებენ რეგისტრაციას რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში მონაწილეობის მისაღებად, რომლის მიზანია, მეწარმეობის მეშვეობით საქართველოს რეგიონებში (სოფლად) მცხოვრები ახალგაზრდების გაძლიერება. პროექტის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი და საქართველოს ეროვნული ბანკი.

RDFG-ისა და USAID-ის ზრდა პროექტის ერთობლივი რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტი ითვალისწინებს 18-29 წლის ასაკის, ჯამში სულ მცირე 500 ახალგაზრდის სამეწარმეო ტრენინგში ჩართვას საქართველოს 9 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ნინოწმინდა, მარნეული, ბოლნისი, კასპი და გორი). ტრენინგების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეთხოვებათ წარმოადგინონ სამეწარმეო იდეები 4 მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინოვაცია/ტექნოლოგიები და შემოქმედებითი ინდუსტრიები.

მეორე ეტაპზე, მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ტრენინგების შემდეგ, 15 საუკეთესო სამეწარმეო იდეის (საპროექტო წინადადების) ავტორი ან ავტორთა გუნდი (მაქსიმუმ 3 ადამიანი) მიწვეულ იქნება თბილისში, სამეწარმეო-სასწავლო ბანაკში, სადაც  გაივლიან დამატებით, ინტენსიურ ტრენინგებს წარმოდგენილი სამეწარმეო იდეების ბიზნეს პროექტებად გადასაქცევად. ბანაკის დასრულებისთანავე, ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ ბიზნეს პროექტს, რომლებიც დაჯილდოვდებიან 10 000, 8 000 და 6 000 ლარის საგრანტო თანხით. 

პროექტი განხორცილდება 3 ფაზად: I და II ფაზები - 2019 წლის ზაფხულში და შემოდგომაზე, III ფაზა - 2020 წლის გაზაფხულზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს და გაიაროთ რეგისტრაცია: http://rdfg.ge/ka/training/

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ:

ფილიპე აბუსერიძე - რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის ასისტენტი, RDFG

ტელ: 551 11 47 89

ელ-ფოსტა: pabuseridze@rdfg.ge

რევაზ ჯაველიძე - RDFG-ის ახალგაზრდული მიმართულების ხელმძღვანელი

ტელ: 599 563 336

ელ-ფოსტა: rjavelidze@rdfg.ge

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით