სიახლეები

სიახლეები

26 მაისი, 2019

ვასილკოვოს სპორტული დელეგაცია გორში

გორის მუნიციპალიტეტს უკრაინის ქალაქ ვასილკოვოდან პატარა ძიუდოისტები ეწვივნენ. სპორტსმენების ჩამოსვლა ორ მუნიციპალიტეტს შორის არსებული მემორანდუმით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. 


თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მიზნით, ძიუდოისტებთან ერთად გორში იმყოფებიან ვასილკოვოს მერის პირველი მოადგილე ვლადიმერ გურეევი, განათლების განყოფილების ხელმძღვანელი ლილია კოზაკი და დამსახურებული მწვრთნელი ედუარდ მელენევსკი. 
უკრაინიდან ჩამოსული სპორტსმენები 27 – 28 მაისს მონაწილეობას მიიღებენ ტურნირში, მანამდე კი გორის სპორტულ სკოლაში ივარჯიშებენ. ვასილკოვოდან ჩამოსული ძიუდოისტების გორში ერთი კვირით დარჩებიან.


ახალგაზრდა სპორტსმენების გაცვითი პროგრამა ორ მუნიციპალიტეტს შორის, გასულ წელს დაიწყო. ვასილკოვოში, დეკემბრის თვეში 2004 – 2008 წლებში დაბადებული 10 გორელი სპორტსმენი უკვე იმყოფებოდა, საიდანაც ძიუდოისტები 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.


ვიზიტის ფარგლებში დღეს უკრაინული დელეგაცია გორის ახალგაზრდული ლიგის წევრებსაც შეხვდა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მეგობრობის ხიდი-ქართლოსის“ ლიტრატურულ კაფეში ბავშვის უფლებებზე გადაღებული ფილმის ,,ფარიდულას უქმე დღესაც“ დაესწრო. შეხვედრებზე გორელმა ახალგაზრდებმა ვასილკოვოელი თანატოლების გაცნობის სურვილი გამოთქვეს და გაცვლითი პროგრამებით დაინტერესდნენ. სტუმარი დაჰპირდა მათ, რომ აღნიშნულ საკითხზე გორის მერთან მოლაპარაკებებს გამართავს და ახალგაზრდული პროგრამების გააქტიურების კონკრეტულ დეტალებს შეათანხმებს.
უკრაინელთა დელეგაცია 26 მაისს, გორსა და შინდისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც დაესწრება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით