
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გორის მერია და იუსტიციის სამინისტრო ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 12:00 საათიდან გეპატიჟებათ.
19:00 საათამდე სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი შემსრულებლები იზრუნებენ.
საქართველოს ჰიმნი, როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში, გორშიც 17:10 საათზე შესრულდება. ჰიმნს შეასრულებს გორის ქალთა კაპელა.
დღის განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სტუმრები ვიზალიბერალიზაციის სიკეთეებით სწორად სარგებლობის მიზნით, საჭირო ინფორმაციას უზარმაზარ პავილიონში მიიღებენ.
მოქალაქეები საინფორმაციო სტენდების საშუალებით აქვე გაეცნობიან გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებსა და საინტერესო ფაქტებს გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების შესახებ.
მსურველები საუკუნისწინანდელ არტკაფე „მანდილოსანში“ ქალთა უფლებებსა და წარმატებული ქართველი ქალების ისტორიებსაც გაიზიარებენ.
მოედანზე იგეგმება ასევე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
მთელი დღის განმავლობაში მოქალქეებს საშუალება ექნებათ ღია კინოთეატრში იხილონ იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ აღდგენილი ანიმაციური ფილმები და ამავე არქივში დაცული კინოდოკუმენტები;
ყველაზე პატარებს ელოდებათ გასართობი სივრცე და მრავალფეროვანი პროგრამა. მოედანზე მოეწყობა საბრძოლო ტექნიკის გამოფენაც.
გალა კონცერტი 20:00 დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები გიორგი ნადიბაიძე და სოფო ბედია და მუსიკალური ჯგუფები „არა“ და „შვიდკაცა“.
26 მაისის ღონისძიებებს გვიან ღამით გრანდიოზული ფოიერვერკი დაასრულებს.
გარდა გორისა, 26 მაისთან დაკავშირებით ღონისძიება შინდისშიც მოეწყობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართული ჭიდაობის ტურნირზე გეპატიჟებათ. 11:00 - დან 18:00 საათამდე შეჯიბრებაში როგორც პროფესიონალი სპორტსმენები, ასევე მოყვარულებიც მიიღებენ მონაწილეობას. იგეგმება შინდისის მემორიალის გვირგვინებით შემკობაც.