სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

უფასო სამედიცინო აქცია დევნილებისათვის

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო გასინჯვები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. აქციით სკრაში, ბერბუკში, კომბინატისა და ვერხვების დასახლებაში მცხოვრები 300-მდე იძულებით გადაადგილებული პირი ისარგებლებს. ღონისძიების ფარგლებში, რომელიც 17 დეკემბერს დასრულდება, 60 წელს გადაცილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდებათ. გასინჯვების პროცესს გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი დაესწრო. უფასო სამედიცინო აქციაზე დევნილი მოსახლეობის ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით