
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 აპრილი, 2019
გორის მერია გილოცავთ ოქონის დღესასწაულს. სადღესასწაულო წირვა - ლოცვას ოქონის მშენებარე ტაძარში, სასულიერო პირებთან ერთად, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია აღავლენს. საზეიმო წირვას მრევლთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
ოქონობას, ტრადიციულად, ქალაქის დალოცვაც იგეგმება.
ოქონის ტრიპტიკონი მე-12 საუკუნიდან ქალაქის მფარველ ხატად ითვლება.სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული. ხატი ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშად ითვლება და მე-10 საუკუნის მიწურულით თარიღდება.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან ხატი დაიკარგა და 2001 წელს ჟენევაში კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
ოქონის ტრიპტიკონი საქართველოში 2004 წელს ჩამოიტანეს და ის თბილისის სახელმწიფო მუზეუმის საგანძურს გადაეცა.