სიახლეები

სიახლეები

24 აპრილი, 2019

გაეროს პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტმა დააფინანსება მოიპოვა

გორის მუნიციპალიტეტმა დაფინანსების მიღების მიზნით, „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების განხორციელებაში ჩართული, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების განვითარების პროექტის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

დღეს, გორის მერი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმოადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს პროცედურებზე, რომლებიც დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით უნდა განხორციელდეს.

მიღებული დაფინანსების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის განვითარების მიზნით, განხორციელდება ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტი. მალე დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრებიც. გარდა ამისა, მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა გაეცნობა სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში სოფლების განვითრების მიზნით პროექტებს ახორციელებს.

საქართველოში FAO-ს პრიორიტეტები, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სოფლის მეურნეობის სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახულ პრიორიტეტებს ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით