
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

23 აპრილი, 2019
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის გორში ემზადება.
ახალგაზრდა სპორტსმენები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოინახულა და წარმატებები უსურვა.
გუნდი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის დარბაზებში 25 აპრილამდე ივარჯიშებს.
ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატი კრივში 22 მაისიდან 2 ივნისამდე რუმინეთში გაიმართება.