დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

12 აპრილი, 2019

გორში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„ამ ქუჩებს ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც მძღოლებს ასევე ქვეითებს, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ. ძალიან ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა გასულ წელს და ეს პროცესი გრძელდება.“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.

კაპიტალურად შეეკეთდება შიო მღვიმიელის ქუჩის 150 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მდინარე მეჯუდის სანაპიროს მიუყვება. მისი სიგანე 17 მ, ხოლო ფართობი 2000 კვმ-ია. რეაბილიტირდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოებში შესასვლელები, ხიდი და ხიდზე ასასვლელი კიბე. მოეწყობა ბეტონის ბორდიურები, პანდუსები, მდინარის სანაპირზე კი დამონტაჟდება დეკორატიული მოაჯირები. გასუფთავდება და მიწით შეივსება გაზონები.

328 მეტრიან ბუხაიძის ქუჩაზე მოეწყობა გზის ახალი საფარი, ახალი ბეტონის ჩამკეტი ბორდიურები, ეზოებში შესასვლები. ყიფიანის (ტყვიავის ქუჩის კვეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით) ქუჩის 404 მეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მოეწყობა ასევე ახალი ბეტონის ბორდიურები და საგზაო ნიშნები.

სამივე ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულება 745 630 ლარია. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტი მიმდინარე წლის ნოემბრამდე უნდა დასრულდეს. აქტიურად მიმდინარეობს სუხიშვილის ქუჩის პარალელური, კვარტალური, 708 მეტრიანი გზის სარებილიტაციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 306 600 ლარია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს" არქმშენსტუდია 2002" - მა მიმდინარე სამუშაოები სექტემბრამდე უნდა დაასრულოს.

335 მეტრი სიგრძის კახნიაშვილის ქუჩაზე პროექტის მიხედვით დაგეგმილია ქუჩის სრული რეაბილიტაცია. რეაბილიტირდება, როგორც სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარები. მიმდინარე სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 350 000 ლარია, აგვისტოს ბოლომდე უნდა დაასრულოს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. 2018 წელს გორის მერიამ აღნიშნულ ქუჩაზე ახალი სანიაღვრე სისტემაც მოეწყო.

#საგზაოინფრასტრუქტურა #გორისმერია

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით