სიახლეები

სიახლეები

03 აპრილი, 2019

ვიწვევთ ახალგაზრდებს "Bolesławowo Business Week" -ში მონაწილეობის მისაღებად

გორის მუნიციპალიტეტის მერია და ()იპ სტრატეგიული განვითარების სააგნეტო ახალგაზრდებს იწვევს პოლონეთში „Bolesławowo Business Week“ -ში მონაწილეობის მისაღებად.

„Bolesławowo Business Week” გაიამრთება 2019 წლის 30 ივნისიდან - 05 ივლისამდე, სოფლის მეურნეობის სკოლაში (Zespół Szkół Rolniczych Centrum Kształcenia Praktycznego) ბოლესლავოვოში (პოლონეთი).

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

· გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1618 წლის ახალგაზრდას, კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (BBWსსაკომუნიკაციო და სამუშაო ენა არის ინგლისური).

გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს:

· შერჩეულ მონაწილეთა ტრანსპორტირებას საქართველოდან პოლონეთამდე და უკან; მასპინძელი ორგანიზაცია დაფარავს განსახლებისა და კვების ხარჯებს.

შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს საზღვარგარეთის პასპორტი, დაზღვევა და მინდობილობა სააგენტოს მიერ განსაზღვრულ თანმხლებ პირზე.

"Bolesławowo Business Week"ბოლესლავოვოს ბიზნეს კვირეული არის უნიკალური ღონისძიება, რომლის მიზანია, ახალგაზრდებს შეასწავლოს მეწარმეობის საფუძვლები და პრაქტიკული აზროვნება, ამერიკელი თანამშრომლების გამოცდილების გამოყენებით.

ღონისძიების განმავლობაში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ბიზნესს სიმულაციებში. ოპონირებას გაუწევენ ერთმანეთს ისეთ ბიზნესს საკითხებში როგორებიცაა: გადაწყვეტილების მიღება, ღირებულება, ბიუჯეტი, ადამიანური რესურსები, საზოგადოებასთან ურთიერთობეა და სხვა.

პროგრამაში რეგისტრაციისათვის მსურველებმა 2019 წლის 20 აპრილამდე უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ მისამართზე - https://docs.google.com/forms/d/1p95GUfVT2WVquAt0rtHofhNGlmhq3P4eyeoQ90fFCLY/viewform?ts=5c9892fa&fbclid=IwAR3X95vLRG7fCfp8hOtv8a4h-LM6Qs5jso7w45dRqHx5BH0mzsuBgjdj90c&edit_requested=true

მონაწილეთა შერჩევა მოხდება შევსებული განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე, მონაწილეთა შესარჩევად შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ.

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით