
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

31 მარტი, 2019
დედამიწის საათი გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. წმინდაწყლის დასახლებაში დასუფთავების აქცია, №1 საჯარო სკოლაში კინო - დისკუსია, სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარედ არსებულ სკვერში გარბენი და კონცერტი 20:00 საათზე სანთლების აქციით დასრულდა.
სანთლების ანთების პარალელურად სკვერში გარეგანათებაც გამოირთო. ღონისძიების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა დროებით უარი თქვეს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითიც მხარი დაუჭირეს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. გლობალური გარემოსდაცვითი აქცია მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.
საქართველო დედამიწის საათს 2009 წლიდან აღნიშნავს. ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიებებს CENN-ი (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), გორის მერიისა და USAID - ის მხარდაჭერით მართავს.