სიახლეები

სიახლეები

12 აპრილი, 2018

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებლად ადაპტირებული დამხმარე მოწყობილობები გადაეცათ. ეტლებით გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 23 შშმ პირი უსასყიდლოდ აღიჭურვა. ერთი დამხმარე მოწყობილობის ღირებულება 615 ლარს შეადგენს. როგორც გორის მერიის სოციალურ სამსახურში აცხადებენ, ადგილობრივი თვითმმართველობა საერთაშორისო ასოციაციაციასთან „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ 2013 წლიდან აქტიური თანამშრომლობს და 4 წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200-ზე მეტი შშმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი. ეტლების გადაცემის პროცესს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი დავით ჩიხრაძე,ამავე სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლები და ორგანიზაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ რეგიონალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით