სიახლეები

სიახლეები

19 მარტი, 2019

ვიზიტი პოლონეთში

გორის მუნიციპალიტეტსა და პომორსკის რეგიონს შორის ერთობლივი პროექტები განხორციელდება. ამ მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პოლონეთში იმყოფებიან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და სახელმწოფო უწყებების სხვა წარმომადგენლები. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დელეგაციის წევრები პომორსკის რეგიონის მარშალს მიაჩისლავ სტუკს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორ რეგიონს შორის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, რომელიც ძირითადად ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას შეეხება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით