სიახლეები

სიახლეები

14 მარტი, 2019

გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

კლინიკა "ინმედიცი" გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უფასო სამედიცინო აქციას გამართავს. პროფილაქტიკურ გასინჯვებსა და კონსულტაციებს მოსახლეობას სხვადასხვა ექიმ - სპეციალისტები გაუწევენ, მათ შორის ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოლოგი და ნეფროლოგი. აქციის ფარგლებში მოხდება სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრაც (გლიკემია).

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და დროული, ადეკვატური მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ადგილზე პროფილაქტიკური გასინჯვების ჩატარება.

უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება 16 მარტს, 11 - დან 16 საათამდე, გორში, "საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრში" (სტალინის გამზ. N2)

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით