სიახლეები

სიახლეები

14 მარტი, 2019

ვეტერანების საყურადღებოდ

საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 16 მარტს, გორში, ჯანმრთელობის ცენტრ „სოფია მკურნალის“ შენობაში(ცხინვალის გზტ. N9) უფასო სამედიცინო აქციას გამართავს. ასოციაციასთან არსებული სამედიცინო ბრიგადის მაღალკვალიფიციური ექიმები გასინჯვებსა და გამოკვლევებს ჩაუტარებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ბენეფიციარებს კონსულტაციასთან ერთად ჩაუტარდებათ გამოკვლევები: მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამის გადაღება, ქალბატონებს გაუკეთდებათ PAP ტესტი (საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა), მამაკაცებს პროსტატის ანალიზი (PSA ტესტი), სისხლის ანალიზი (ჰემოგლობინი, გლუკოზა, პროთრომბინი).

აქციის ფარგლებში, ვეტერანებსა და მათ ოჯახის წევრებს უფასოდ დაურიგდებათ სხვადასხვა სახის მედიკამენტებიც. უფასო სამედიცინო აქცია 16 მარტს დილის 11 საათიდან 16 საათამდე გაგრძელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით